Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო ენის არმცოდნე თანამდებობის პირებს დააჯარიმებენ

თარიღი : 26-09-2013, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღნიშნული ცვლილება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონში ცვლილებამ გამოიწვია. კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ენის დაცვაზე ორი სპეციალიზებული ინსტიტუტი- სახელმწიფო ენის ინსპექცია და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია იზრუნებენ.
თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე იზრდება.
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200 -დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500 დან 1 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 3000 ლარამდე ადის.
ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.
თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე იზრდება.
პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ამ დროისათვის არ დაუწყია.


ნანახია: 1699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას
პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის
ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ახსენებს, რომ ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და
ახალი ნორმების მიხედვით გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამოების აღმოჩენა
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი