ხარაგაულში ახალი ბიბლიოთეკის მოწყობა სახელმწიფოს 92 223 ლარი დაუჯდა
თარიღი : 24-07-2015, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ხარაგაულში ამ დრომდე ბიბლიოთეკა არასტანდარტულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თამაშრომლებისა და მკითველებისთავის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.
ახალი ბიბლიოთეკა გაცილებით დიდ ფართში განთავსდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. შენობაში სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზებიც იფუნქციონირებს. ბიბლიოთეკაში მომხმარებელს 27 000 წიგნიდან შეეძლება არჩევანის გაკეთება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 92 223 ლარით დაფინანსდა.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება. საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები 500 ბიბლიოთეკის ბაზაზე ამოქმედდება. საპილოტე პროექტების განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.