ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
თარიღი : 24-07-2015, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერის ბრძანებით, მერიაში დროებითი კომისია შეიქმნა. კომისიაში, რომელსაც ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, სულ 10 ადამიანი შედის. კომისიის წევრებს შორის არიან როგორც ვიცე-მერი და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, ისე ხელოვანები.

"ქალაქ ქუთაისის, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბებისათვის, უმნიშვნელოვანესია ქალაქს ჰქონდეს ტურისტული ლოგო და სლოგანი. ლოგო და სლოგანი უნდა წარმოადგენდეს
უნიკალურ ნიშანს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება მოახდინოს ქალაქ ქუთაისის იდენტიფიცირება და ტურისტული ცნობადობის გაზრდა," -ნათქვამია მერის ბრძანებაში.