იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლაში საზახულო ბანაკი მოინახულა
თარიღი : 23-07-2015, 19:02 | კატეგორია: საზოგადოება

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში "მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ბავშვებმა სტუმრებს ქორეოგრაფიული, ლიტერატურული და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს, ბანაკის ორგანიზატორებმა კი მონაწილეები შესაბამისი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ინგლისურენოვან ბანაკში 15 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან ჩამოსულმა 170 – მა მოსწავლემ დაისვენა. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებს ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აფინანსებს. პროექტის მიზანს ბენეფიციარების ლიდერებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მხარის გუბერნია მაქსიმალურად უწყობს ხელს ბანაკების რიცხვის გაზრდასა და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლის ხარჯები სრულად უნაზღაურდებათ.
მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის თანამშრომლობის საფუძველზე, ძევრის საჯარო სკოლაში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.