ქუთაისის მერიის საჩუქარი სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ ბავშვებს
თარიღი : 23-07-2015, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების ორგანიზებით, საზაფხულო ბანაკ ,,ციხისძირში“ ქუთაისიდან 70 სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლე გაემგზავრა. პირველი ნაკადი ბანაკში 10 დღეს დარჩება, რის შემდეგაც კიდევ 70 ბავშვი ბანაკში რამდენიმე დღეში გაემგზავრება. მოსწავლეთა მონაცემები მერიას სკოლებიდან მიაწოდეს. ბანაკს ჰყავს დირექტორი და პედაგოგები. ბავშვების უსაფრთხოებისთვის ადგილზე მაშველებიც იმყოფებიან.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში კი ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ კიდევ სამი ბანაკის მოწყობა იგეგმება. ერთი ბანაკი შავი ზღვის სანაპირო კურორტზე, დაახლოებით 100 ახალგაზრდისათვის და 2 სამთო ბანაკი ტურიზმის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტისათვის არის გათვალისწინებული.