"ჩვენ არ გვყავს გავლენიანი ნათესავები,"- აქცია პარლამენტთან

"ჩვენ არ გვყავს გავლენიანი ნათესავები," - ამ სლოგანით ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს წინ რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ირაკლი მებონიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრა მოითხოვეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ავტოსაგზაო შემთხვევისათვის მიუსაჯეს, რომელსაც 2014 წლის პირველ იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ირაკლი მებონია უდანაშაულოა, რასაც მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ავტოტექნიკური ექსპერტიზა ადასტურებს. საპროტესტო აქციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახიც შეუერთდა. გარდაცვლილის ოჯახი თვლის, რომ მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაში ირაკლი მებონია უდანაშაულოა.