"ევროპა ჩვენი სახლია"-ს შეთავაზება ქუთაისის მერს
თარიღი : 23-07-2015, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიის პროექტს, რომელიც ქალაქის განვითარებისათვის იდეების მოქალაქეებისგან მოსმენას გულისხმობს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დირექტორი გია გოქაძე ეხმიანება.
"ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ვთავაზობ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმას: ნეპოტიზმის დაძლევა, გამოცხადებული ტენდერებიდან და აუქციონებიდან შორს დგომა, სუს-ის დახმარების გარეშე საქმიანობა,მერიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება სულ მცირე 3-ჯერ მაინც, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებაზე უარის თქმა, პოპულისტობაზე უარის თქმა და ძვირადღირებული ავტომობილიდან ჩამობრძანება.
სანამ დიდ გეგმებს დასახავდეთ ბატონო მერო,მერიის მოპირდაპირე მხარეს, ბულვარში, საზოგადოებრივი ტუალეტი მაინც გაგეხსნათ, თორემ ტურისტები ისევ სახედალურჯებული დარბიან," - ამბობს გია გოქაძე.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ პროექტი "მოგვაწოდე შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" მიმდინარე კვირაში დაიწყო.