Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა

თარიღი : 22-07-2015, 16:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი წარმოადგინა. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად განიცადეს, მეორე პროექტი კი, ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი სწორედ მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო.

მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის მაისში, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ კომპანიებს, ამ მიმართულებით პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებით თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ.

„აირი, რომელიც შემოდის ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან და ანგარიშსწორება ხდება დოლარში ხოლო პროდუქციის გაყიდვის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან ტარიფის დაფარვა ლარში ხდება. ამან გარკვეული პრობლემები შეუქმნა ამ კომპანიებს.

ზუსტად ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რომ მომხდარიყო ტარიფის გადათვლა. ზოგადად, მე არ გამოვრიცხავ შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომ ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა აღვნიშნავ იმას, რომ ამაზე იმსჯელებს მთავრობა. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება. ამ თემაზე უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული სუბსიდირება, მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს,” - განაცხადა კალაძემ.

commersant.ge


ნანახია: 2252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სოკარი' ბუნებრივი აირით საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ამარაგებს.
გაზის კომპანიების მოთხოვნა, რომელიც ტარიფების გაზრდას შეეხება, ლოგიკურია.
მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით.

ამინდი