ადგილი ქუთაისში, სადაც 78 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილები. ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ კი დაღუპულთა სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 78 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს.

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.
დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის სადილი მოეწყო,რომელიც მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.