ქუთაისში მევალემ მოქალაქეს სახლი დაუწვა
თარიღი : 22-07-2015, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მევალემ მოქალაქეს ორსართულიანი სახლი დაუწვა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. შემთხვევის დროს სახლის მეპატრონე სამსახურში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული პიროვნებისგან 5 000 ლარი აქვს ვალი. პროცენტი რამდენჯერმე გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხის გადახდა დაუგვიანდა. მეზობლების თქმით, მათ დაინახეს უცნობმა პირმა სახლში ასაფეთქებლის მსგავსი როგორ შეაგდო. მეპატრონე ამბობს, რომ საცხოვრებელში არაფერი გადარჩენილა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.