ჭიათურის გამგეობა სოციალურად დაუცველ ბავშვებს საზაფხულო ბანაკში ასვენებს
თარიღი : 22-07-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ პერევისის საზაფხულო ბანაკში 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი დაისვენებს. აღნიშნულ ბანაკს გამგეობა უკვე რამდენიმე წელია უზრუნველყოფს. ბანაკი, რომელშიც ბავშვების სრულფასოვანი დასვენებისათვის შესაბამისი გარემოა შექმნილი, 20 ივლისიდან 30 ივლისამდე გაგრძელდება.