Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს 18 რაიონში წარმატებული თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენება იწყება

თარიღი : 22-07-2015, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონალური პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციას გამართავენ.
"დიდი პაუზის შემდეგ პირველად, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რაიონში წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავენ.
კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია ეკრანებითა და პროექტორებით.
რეგიონებში მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ნახოს ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმები.
23 ივლისიდან ყოველ ხუთშაბათს ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული ფილმები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე და რომელთა ნაწილსაც ჯერ არ იცნობს ფართო აუდიტორია", - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.
ფილმების სია ასე გამოიყურება: 1."კრედიტის ლიმიტი" - რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; 2. "მანდარინები" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; 3. "გრძელი ნათელი დღეები" - რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; 4. "მე ვარ ბესო" - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; 5. "პატარძლები" - რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; 6. "სიმინდის კუნძული" – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; 7. "შემთხვევითი პაემნები" - რეჟ. ლევან კოღუაშვილი; 8. "ყარასტანში დაკარგული" - რეჟ. ბენ ჰოპკინსი.
რეგიონების ჩამონათვალი: ფოთის ფოლკლორის ცენტრი; სსპი ხულოს თეატრი; მარტვილის კულტურის სახლი; გორის კულტურის ცენტრი; მარნეულის კულტურის სახლი; ყვარელის კულტურის სახლი; ბაღდათის კულტურის ცენტრი; კასპის კულტურის სახლი; ლანჩხუთის კულტურის ცენტრი; დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი; ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი "სინემა"; თიანეთის კულტურის ცენტრი; ნინოწმინდის კულტურის სახლი; ონის კულტურის ცენტრი; ხარაგაულის კულტურის ცენტრი; დუშეთის კულტურის ცენტრი; შპს "საჩხერის კინო"; თელავი - ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი.


ნანახია: 1890-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურის სახლის რეაბილიტაცია 150 000 ლარით დაფინანსდა
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული-'ჭიათურობა 2016' გაიმართება.
მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
„კულტურა 2025“-ის მიზანია განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ამინდი