Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი 77 წლის ქალი მესისთან შეხვედრაზე ოცნებობს:100 წლის სიცოცხლე მომემატება

თარიღი : 21-07-2015, 23:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში, დაბურულ ტყეში, ხის სახლში ცხოვრობს 77 წლის იზოლდა ჩხეიძე, – სოფელზე, ბუნებაზე, ცხოველებსა და მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ ლიონელ მესიზე უზომოდ შეყვარებული.

ქალბატონი იზოლდა საოცრად ენერგიულია. ბოლო 23 წელი მეუღლესთან, დემო ჩხეიძესთან, ერთად ჭარტალში გაატარა. ერთი წელია, მარტოდმარტო ცხოვრობს და შინაურ ცხოველებს უვლის.

„11 აგვისტოს თბილისში მივდივარ სუპერთასის მატჩზე დასასწრებად. ლიონელ მესის ნახვა არის ჩემი ოცნება და მჯერა, მას აუცილებლად შევხდები. უფლის ნებაა ყველაფერი და ვნახოთ, რა მოხდება,“ – ამბობს ქალბატონი იზოლდა და მესისთან დაკავშირებულ ისტორიას გვიამბობს:

-მესის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია. რამდენიმე ხნის წინ პირველ არხზე ვუყურებდი ფეხბურთს. საღამო ხანია და ჩემმა ძროხამ ატეხა ბღავილი, მშობიარობა დაეწყო. რაღას ვიზამდი, ავუწიე ტელევიზორს ხმა და ჩავედი ბოსელში. თან გავიფიქრე, ხბოს მესის დავარქმევ-მეთქი. გაიტანა მესიმ გოლი და ხბოც დაიბადა.

ჩემ შვილს მოვუყევი ეს ამბავი და თან ვუთხარი, მესის წერილი უნდა გავუგზავნო და ეს ამბავი უნდა მოვუთხრო-მეთქი. დამთანხმდა.

ამ ზამთარს მანქანა მოადგა სახლს. გადმოვიდნენ გოგონები, – თქვენ ბრძანდებით იზოლდა ჩხეიძე, ჩვენ DHL-ის წარმომადგენლები ვართ, ფეხბურთელმა მესიმ ამანათი გამოგიგზავნათო. სიხარულისგან გადავირიე და დავიბენი. მესი მილიონში ერთ თაყვანისმცემელს თუ გასცემს პასუხს. გოგონებთან ერთად გავხსენი ამანათი. მესიმ თავისი სპორტული ფორმა, კალენდარი და თასი გამომიგზავნა.

ვერ გეტყვით, რატომ გამომარჩია. შეიძლება იმიტომ, წერილში რომ ჩავწერე, დაბურულ ტყეში მარტო ვცხოვრობ-მეთქი. ვიცი ისიც, რომ მესი ძალიან დიდ პატივს სცემს მოხუც ქალბატონებს. საყოველთაოდ ცნობილია, ლიონელ მესი ყველა გატანილი გოლის შემდეგ როდესაც თითს მაღლა იშვერს, წარმატებას ბებიას უძღვნის.

ჩემმა ბიჭმა უნდა ჩამიწყოს საქმე, რომ შევხდე მესის. 77 წლის ქალი ვარ და რაღაცნაირად უნდა მანახონ. რატომ მიყვარს მესი? ის ანტიკვარია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, თავმდაბალია, ვარსკვლავია, მას ვერავინ შეედრება. ასი წლის სიცოცხლე მომემატება, ის რომ ვნახო პირადად. იცის, რომ ველოდები. გაუმარჯოს მესის!," -ამბობს იზოლდა ჩხეიძე.

ცნობისთვის, უეფას სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის „დინამოს“ არენაზე 11 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: ჩემი ხარაგაული


ნანახია: 1814-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიიდან აცნობეს, მონ პლაზირის თაღთან მონიტორის დამონტაჟებას ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6–სულიან ოჯახს ესტუმრნენ.
2016 წელს, შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პოეტის იუბილის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში იგეგმება.

ამინდი