Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეკა ბესელიასთან შეხვედრის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

თარიღი : 21-07-2015, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ირაკლი მებონიას ოჯახის წევრები და ახლობლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მებონიას ოჯახის წევრები 23 ივლისს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ავტოსაგზაო შემთხვევისათვის მიუსაჯეს, რომელსაც 2014 წლის პირველ იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ირაკლი მებონია უდანაშაულოა, რასაც მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ავტოტექნიკური ექსპერტიზა ადასტურებს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა დასაშვებად ცნო შეკვეთილი ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის საფუძველზე ირაკლი მებონიას 10 წელი მიუსაჯა.

23 ივლისს დაგეგმილ აქციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დავით ბელქანიაას ოჯახიც უერთდება. ბელქანიას მამა ბადრი ბელქანია აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ირაკლი მებონიას ბრალი არ მიუძღვის. ბელქანიას ახლობლები რეალური დამნაშავის შსს-ს მაღალჩინისნების მიერ მფარველობაზე საუბრობენ. აქციამდე კი მებონიების ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ვითხოვთ საზოგადოების, უფლებამცველი და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას, რადგან წელიწადნახევარია უშედეგოდ ვცდილობთ სიმართლის გარკვევას. ჩვენს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ არასწორი გზით მიდის გამოძიება, ამ დროს კი ახალგაზრდა ბიჭი ციხეშია გამოკეტილი, თაანც ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. დაუცველია ჩვენი ოჯახი, რომელსაც ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრი თავს ესხმის და ოჯახს საკუთარ სახლში გაჩერების საშუალებას არ აძლევს. დაუცველია ირაკლი მებონიას მამიდა, ექიმი ქალი, რომელსაც წელიწადნახევარია სამსახურში არ უშვებენ და ამბულატორია სახლში მოაწყობინეს. ბევრი კითხვეა გვაქვს, კითხვებს კი პასუხის გაცემა სჭირდება. კითხვები აქვს ავარიის დროს დაღუპული დავით ბელქანიას ოჯახსაც. სამწუხაროდ, სიმართლის გარკვევას უშედეგოდ ვცდილობთ. მიუხედავად ამისა, გაჩერებას არ ვაპირებთ. თუ საგამოძიებო ორგანოებში საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ეს შეიძლება კიდევ ახალი უბედურების და ტრაგედიის მიზეზი გახდეს," - ნათქვამია მებონიების ოჯახის განცხადებაში.


ნანახია: 2518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრა მოითხოვეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის გზაზე 2014 წლის პირველი იანვრის ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ ირაკლი
სოფელ ჯგალში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილი და 18 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ ციხეში მოკვდება, ცხედარს ზუგდიდის სამმართველოს წინ დავასვენებთ და ოჯახის წევრები იქვე თვითმკვლელობით დავასრულებთ სიცოცხლეს
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.