ქუთაისის მერიამ სასწრაფო დახმარების ცენტრს კარდიოგრაფები გადასცა
თარიღი : 21-07-2015, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ქალაქის მერიამ ახალი კარდიოგრაფები გადასცა. ახალი კარდიოგრაფებით ცენტრის ათივე ეკიპაჟი აღიჭურვება. სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე კარდიოგრაფების დეფიციტი ჰქონდათ, ამიერიდან კი პრობლემა მოეხსნათ. ახალი კარდიოგრაფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა. პროცესის ორგანიზებას ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.