Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პატრულმა უწმაწური სიტყვებით მეძახა რას მიზამდა, პირში მომცემდა და შარვლის გახსნა დაიწყო"

თარიღი : 20-07-2015, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გრიგოლ ბობოხიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს ილია ჯალაღანიას საჩივრით მიმართავს. საჩივარში ბობოხიძე სამართალდამცავების მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე წერს.

გრიგოლ ბობოხიძის თქმით, შემთხვევა მიმდინარე წლის 17 ივლისს, საღამოს საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც ის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.

"სოფელ ივანდიდის ტერიტორიაზე დავინახე, რომ პატრული იყო და ჩემით გავაჩერე, რა დროსაც მოვიდა პატრული და უხეშად მომმართა, რომ მისთვის საბუთები გადამეცა. თავიდან უარი ვუთხარი უხეშად მომართვის გამო. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მანქანაში მყოფი პირები. მე ვყვიროდი, ნუ მირტყამთ, მომეშველეთ-თქო. პატრულის თანამშრომლები იყვნენ ტარიელ ხარატიშვილი და ირაკლი ჩეჩელაშვილი. აქედან მირტყამდა ტარიელ ხარატიშვილი. გადმომათრია ავტომანქანიდან, დამადო "ნაროშნიკები" და შებორკილს მირტყამდა ყველა არეში-თავში, ხელებზე, წელის და გვერდის მიდამოებში,"- წერს ბობოხიძე თავის საჩივარში.

http://topnews.com.ge/photo/news/1437407328.jpg


ბობოხიძის თქმით, მის ყვირილზე ადგილობრივები გამოვიდნენ, რის შემდეგაც პატრულის თანამშრომლებმა ის მანქანაში ჩასვეს და ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ვიდრე იზოლატორამდე მივიდოდნენ, გრიგოლ ბობოხიძის თქმით, ტარიელ ხარატიშვილი მის ცემას გზაშიც აგრძელებდა.

"რაზეც ჩეჩელაშვილი ეუბნებოდა, ზედმეტი მოგდის, საჭესთან შენ დაჯექიო. ჩეჩელაშვილმა ავტომანქანა გააჩერა, რა დროსაც ხარატიშვილმა უწმაწური სიტყვე
ბით მეძახა თუ რას მიზამდა. პირში მომცემდა და დაიწყო შარვლის გახსნა. რა დროსაც ჩეჩელაშვილმა გააჩერა მანქანა რას აკეთებო. ხარატიშვილმა გადმოამგდო ავტომანქანიდან, დამაგდო ასფალტზე და დამიწყო წიხლებით რტყმევა. თან მიმეორებდა: გუბისწყალში გადაგაგდებ და ფაქტს მოსვპობო," - წერს გრიგოლ ბობოხიძე.
ამის შემდეგ მოქალაქე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბობოხიძის თქმით, მას იმის გამო არ იტოვებდნენ, რომ ნაცემი იყო. ამის შემდეგ გრიგოლ ბობოხიძე სამტრედიაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახდა. აღნიშნულ ბრიგადას მოქალაქემ უარი უთხრა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

"კაპეზედან"გადამიყვანეს სასამართლოში, სადაც განვაცხადე, რომ ვიყავი ნაცემი. სასამართლოს შემდეგ გენერალურ ინსპექციას დავუკაშირდი, რომელსაც მოვახსენე როგორ მოხდა პატრულის თანამშრომლების მიერ ჩემი ცემა, რაზეც მიპასუხეს, რომ ვინაიდან ვიყავი ცუდად, დამერეკა 112-ში და გამიწევდნენ მომსახურებას. სასწრაფო დახმარებამ ხონის რაიონულ საავადმყოფოში გადამიყვანა, სადაც თავის ტვინის შერყევა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა და გულმკერდის დაჟეჟილობა დამიდგინეს. გთხოვთ, დაიწყოთ გამოძიება პატრულის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე," - წერს გრიგოლ ბობოხიძე თავის საჩივარში.

http://topnews.com.ge/photo/news/1437407467.jpg


გრიგოლ ბობოხიძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს. ხონის რაიონული საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ, ბობოხიძემ დახმარებისთვის ხურცილავას მიმართა.

"პატრულის თანამშრომლებმა ზღვარს გადააბიჯეს, რითაც შელახეს არა მარტო მოქალაქის უფლებები, არამედ ასევე მთლიანად საპატრულო პოლიციის სახელიც. პატრულის აღნიშნული თანამშრომლები, რომლებიც ხელბორკილებიან ბობოხიძეს სცემდნენ და მის წინააღმდეგ ელექტროშოკსაც კი იყენებდნენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რათა მაგალითი გახდის მათი დასჯა პატრულის სხვა თანამშრომლებისათვის," - აცხადებს ადვოკატი.


ნანახია: 4356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, ლევან ბობოხიძე ბრალს არ აღიარებს. წაყენებული ბრალი კი ხონის
პატრულის თანამშრომლები მძღოლს ავტომანქანის გაჩერებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მძღოლი პატრულის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
როგორც ჭეიშვილი ყვება, ქუთაისში, საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მოძრაობდა, მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა
ბობოხიძე, რომელიც თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლიდა, აცხადებს, რომ მისთვის ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავება წინა ხელისუფლების
ადვოკატ რობიზონ ხურცილავას თქმით, ჯიბუხაიასა და ბობოხიძის მიერ შიმშილობის დაწყება იმ ფატქმა გამოიწვია, რომ ქუთაისის სააპელაციო
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“

ამინდი