ქუთაისელმა სპორტსმენებმა ანაკლიიდან სამი ოქროს მედალი ჩამოიტანეს
თარიღი : 20-07-2015, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ეტაპის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მონაწილეებს შეხვდა. ტურნირი ანაკლიაში 5 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით ,,მომავლის ბანაკში“ სპორტის 4 სახეობაში გაიმართა: 1. მინი-ფეხბურთი, 2. კალათბურთი (გოგონები, ვაჟები), 3. მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), 4. მძლეოსნური ესტაფეტა. ქუთაისელი სორტსმენების ანგარიშზე სამი მედალია. კალათბურთის ჩემპიონატში გამარჯვება და 2016 წლის აპრილში, ესტონეთში გასამართ სასკოლო სპორტულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა მე-3 საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდმა(მწვრთნელი დავით მშვილდაძე), რომელმაც ფინალში თბილისის 147-ე სკოლის საკალთბურთო გუნდს სძლია. ვერცხლის მედალი მე-9 საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელმა გოგონამ მარი ღვინეფაძემ (მწვრთნელი დავით ბარბაქაძე) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი მაგიდის ჩოგბურთელმა ვაჟმა, სკოლა პროგრესის მოსწავლე ვლადიმერ ნადარაიამ (მწვრთნელი დავით ბარბაქაძე) მოიპოვა.
ქუთაისის მერმა ოლიმპიადაში ჩართულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სასკოლო ოლიმპიადა ახალი ფორმატით სტარტს მიმდინარე წლის ოქტომბერში აიღებს.
ქუთაისის მერმა ოლიმპიადაში ჩართულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სასკოლო ოლიმპიადა ახალი ფორმატით სტარტს მიმდინარე წლის ოქტომბერში აიღებს.