Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ეიფელის კოშკი" ქალაქის ბოტანიკურ ბაღში და ბაღის მომავალი

თარიღი : 20-07-2015, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის ბოტანიკური ბაღის მომავალი," - ამგვარი სახელწოდებით ავრცელებს ბოტანიკური ბაღი იმ ახალი სამომავლო პროექტების სავარაუდო ფოტო-კოლაჟს, რომლის განხორციელება ახლო მომავალში, ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების ხელშეწყობით იგეგმება.

განსახორციელებელი პროექტები კი შემდეგია:

1. ბონდის ხიდი, რომელიც ქალაქის სამუზეუმო ნაწილს დააკავშირებს ბოტანიკურ ბაღთან. ( ბონდის ხიდს ქუთაისის საზოგადოებამ ‘’ქუთაისის ეიფელის კოშკი“ უწოდა);
2. ბაგრატის ტაძრიდან გამომდინარე ბუნებრივი წყაროს ნაწილის ბოტანიკურ ბაღში შეყვანა და ამ წყლის გამოყენებით ბუნებრივი შადრევნის მოწყობა;
3. ძველი პარკის ტერიტორიაზე (ქვედა პარკი) ამორტიზებული აუზის რეკონსტრუქცია;
4. ამორტიზებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცი;
5. დაწყებული მერქნიან მცენარეთა სანერგის ეტაპობრივი გაფართოება;
6. მე-19 საუკუნეში გაშენებული ამორტიზებული ორანჟერიის აღდგენა;
7. ორიგინალური, ეგზოტიკური კუთხის შექმნა მცენარეებს შორის;
8. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მდინარე რუას გასწვრივ;
9. ბოტანიკური ბაღის შემოღობვის განახლება სრულ პერიმეტრზე;
10. წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობის პერსპექტივის გათვალისწინებით განვითარების სრულყოფილი პროექტის შექმნა.


http://topnews.com.ge/photo/news/1437385197.jpg


ნანახია: 4311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ბაღში კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.

ამინდი