Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯარიმების განახევრების შემდეგ ავტოავარიების რაოდენობა გაიზარდა

თარიღი : 20-07-2015, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, მანქანების მაღალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევები გაიზარდა, საპატრულო პოლიცია კი ამაზე არ რეაგირებს.

„ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ანუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, საგზაო შემთხევევების უმეტესობის მიზეზია. ამ დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის განახევრებამ და ადმინისტრირების გაუარესებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ავტომობილების მაღალი სიჩქარით გადაადგილება ხშირად დაუსჯელი რჩება. მძღოლების თვითნებობას საპატრულო პოლიცია უყურადღებოდ ტოვებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს. რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ სფეროში კანონდარღვევებისადმი ლოიალური უნდა იყოს. ეს კი უკვე იქამდე მიდის, რომ პოლიცია თავად არღვევს კანონს. ეს ავტოავარიების სტატისტიკაშიც გამოიხატება,“ –აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, სიჩქარის გადაჭარბებისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის მიზეზით მომხდარი ავტოავარიების რიცხვი წინა წლებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი. მესხიშვილი ამბობს, რომ არ მიესალმება კონტროლის ისეთ ფორმებს, როგორიცაა რესტორანში პოლიციის შესვლა და იქ მყოფი ადამიანების მანქანებზე დადევნება, მაგრამ არსებობს ცივილური მეთოდები – ვიდეოკამერები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული კანონდარღვების პრევენციისთვის.

საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი ასეთია:

2012 წელს 5359 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 605 ადამიანი, დაშავდა 7734.

2013 წელს 5510 შემთხვევა მოხდა, აქედან დაიღუპა 514, დაშავდა 8045.

2014 წელი – 5992 შემთხვევა, დაიღუპა 511, დაშავდა 8536.

როგორც ვხედავთ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმების განახევრების შემდეგ, რაც 2014 წლის იანვარში შევიდა ძალაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, ისევე როგორც გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. თუმცა, საბედნიეროდ, დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა.

დავით მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ ავტოავარიების რაოდენობის გაზრდა სწორედ ჯარიმების შემსუბუქებასა და ადმინისტრირების შესუსტებას უკავშირდება.

თუმცა, ადმინისტრირების მხრივ არსებული ოფიციალური სტატისტიკა დაჯარიმებების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს. შემცირდა თუ გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ამოღებული ჯარიმების მოცულობა ფულად გამოხატულებაში, უცნობია და შსს შესაბამის მონაცემს არ გასცემს.

კერძოდ, 2014 წელს, საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი, რაც 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს.

ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაში უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს.

2014 წელს ამოღებულ ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შსს–მ თავი შეიკავა.

ცნობისთვის – 2014 წლის 1 იანვრიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვისაც, ავტომანქანის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით ჯარიმდება. 200 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან.

ამასთან, ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დაკისრებული ჯარიმები გამკაცრდა.


commersant.ge


ნანახია: 3085-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რას წერენ სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საპატრულო პოლიციის მიერ ქვეითად მოსიარულეთა დაჯარიმების შესახებ სტატისტიკურ

ამინდი