ნაციონალების მხარდამჭერებს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი დაატოვებინეს
თარიღი : 25-09-2013, 22:55 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ მხარდამჭერებს დარბაზის დატოვება მოუწიათ.
სასამართლო პროცესზე დასასწრებად საპარლამენტო უმცირესობის წევრები მოვიდნენ. რის შემდეგაც მანდატურებმა იმ ადგილის გათავისუფლება მოითხოვეს, სადაც ყოფილი ხელისუფლების ადგილობრივი აქტივისტები ისხდნენ. აღნიშნული მოთხოვნის შედეგად, „ნაციონალების“ მხარდამჭერები, რომელთა შორის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძე იყო, დარბაზიდან გავიდნენ.