Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფალი ზონის" წევრებს ქუთაისის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

თარიღი : 19-07-2015, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" 3 წევრის საქმის განხილვა გაიმართა. ორგანიზაციის წევრები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და წინააღმდგებობის გაწევას გულისხმობს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი დაკავებული მირიან დეისაძე სრულად გამართლდა. ხოლო სალომე ჯავახაძესა და ნატო ქუთათელაძეს მოსამართლე მაკა გორგოძის გადაწყვეტილებით, 250-250-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.
ცნობისთვის, "თავისუფალი ზონის" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის უთანხმოება ქუთაისში პრემიერის ვიზიტის დროს დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ქალაქის მერიის შენობასთან გაგრძელდა. "თავისუფალი ზონის" წევრები ქუთაისის მერიასთან ორგანიზაციის წევრის, ნიკა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პრემიერის ქუთაისში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოცხადდა და "თავისუფალი ზონის" წევრები, იძულების წესით, მანქანაში ჩასვეს.


ნანახია: 2500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის თავისუფალი ზონის სამი წევრი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
ქუთაისის მერიასთან შეკრებილები ორგანიზაციის წევრის, ნიკა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პრემიერის ქუთაისში ვიზიტისას
ღარიბაშვილმა ქუთაისში, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია.
აღნიშნულზე "თავისუფალი ზონის" წევრები საუბრობენ.
„თავისუფალი ზონის“ ცაგერის ოფისის ჟურნალისტი სალომე დავითულიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მას მანქანით

ამინდი