„მე რომ ქუთაისის მერი ვიყო“,- შერმადინ-ბესო მიქელთაძე (topnews.com.ge-ს ახალი რუბრიკა)
თარიღი : 19-07-2015, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით: "მე, რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის პირველი სტუმარი ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი და მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძეა.
"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, განვახროციელებდი ელექტრონულ მთავრობას და ქალაქის მერიის შემდგომ ოპტიმიზაციას, რადგან ელექტრონული მთავრობა უზრუნველყოფს:
1.ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან ადმინისტრირებას;
2.კარდინალურად ცვლის ურთიერთობას მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის;
3.ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და ზრდის პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე;
4.აკონტროლებს მიმდინარე პროგრამების რეალიზაციას;
5.მინიმუმამდე დაჰყავს ბიუროკრატია და ჩინოვნიკების ჩარევის შესაძლებლობა.
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ვიზრუნებდი ქალაქის იერსახეზე. ქუთაისი იქნებოდა კულტურაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული, ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი, რადგან როგორც ცნობილია, ქუთაისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა სიაში მე-5 ადგილზეა. საუბედუროდ, ქალაქი არ იყენებს უნიკალურ შესაძლებლობას შესთავაზოს ისეთი მზა და იშვიათი ბრენდები ტურისტებს როგორებიცაა : 1)ოქროს საწმისი,; 2) მედეა; 3) პრომეთე; 4 ) დინოზავრები.
ამ ბრენდების ღირებულება შეუფასებელია. მათი ჯამური სავალუტო ღირებულება ცნობადობიდან გამომდინარე, ასეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს.
1.ოქროს საწმისი. აუცილებელია ქალაქში დაიდგას ოქროს საწმისის სკულპტურა ან ძეგლი ანუ ის დაუბრუნდეს ქალაქს.
2. მედეა. მედეასთანაა დაკავშირებული სიტყვა მედიცინა ანუ მისი საწყისიც ჩვენი ქალაქის საკუთრებაა. აუცილებელია მედეას ძეგლის დადგმა, სადაც იქნება აბრა რამდენიმე ენაზე იმის ახსნით, რომ ეს სიტყვა მედიცინას უკავშირდება ,,მედეა ხომ მკურნალი იყო.
3. პრომეთე. როგორც ცნობილია, ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა ხვამლის მთაზე. პრომეთე იმისათვის დაისაჯა, რომ ადამიანებს ასწავლა ხვნა, თესვა, საჭმლის მოყვანა, კეთება და ასე შემდეგ. ქალქში უნდა იდგეს პრომეთეს საკმაოდ მოცულობითი ძეგლი, საიდანაც ტურისტებს წაიყვანენ ხვამლის მთის დასათვალიერებლად.
4. დინოზავრები. ყველამ ვიცით სათაფლიაზე დინოზავრების ნაკვალევთა შესახებ. შესაბამისად, ქალაქის რომელიმე ქუჩა უნდა მოეწყოს დინოპარკის სისტემაზე, სადაც ქუჩაში განთავსდება გიგანტური ზომის ხელოვნური დინოზავრები. დინოპარკიდან მოხდება ტურისტების სათაფლიის ნაკრძალში გადაყვანა. ეს ყველაფერი არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ხოლო ამ პოტენციალოს გამოყენება ქალაქის ტურიზმს მინიმუმ გააოცმაგებს. შესაბამისად აყვავდება ტურიზმის მიმდებარე ბიზნესებიც, ესენია სატუმროები, რესტორნები, სატრანსპორტო მომსახურეობა, დასამატებელი გახდება ავიარეისები, დაიწყება შესაბამისი ტურისტული საქონლის წარმოება.
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ვიზრუნებდი კოპიტნარის აეროპორტის ხელშეწყობაზე და დაბალბიუჯეტიანი, ისეთი ევროპული ავიაკომპანიების შემოყვანაზე როგორიცაა: Ryanair, Wegolo, SkyEurope, BMI Baby, Air Madrid და სხვები. უცილებელია მათთან პირველადი მოლაპარაკებების დაწყება.
ქუთაისის მერობის შემთხვევაში მოვაწყობდი სხვადასხვა ტიპის (ლუდის, ღვინის, სიყვარულის) ფესტივალს;
გავაახლებდი შიდა საქალაქო ტრანსპორტს;
მოვახდენდი მოსაცდელის და გაჩერებების მოწესრიგებას. GPS- ეს არის ტრანსპორტის სატელიტური მონიტორინგი. მოძრავი ობიექტების მონიტორინგის სისტემა შედგენილი სატელიტური ნავიგაციის სისტემების გამოყენებით.
მოვაწესრიგებდი გარე ფასადებს; გარე განათებას და მოვახდენდი ლედ ნათურებზე გადასვლას. გარდა ამისა, ვიზრუნებდი არსებული პარკების, სკვერების, ბაღების და დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობასა და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე (მოსასვენებელი სკამები, ატრაქციონები, ხე-ნარგავები, ყვავილ-მცენარეები, განათება, ნაგავსაყრელი ურნები ბიოტუალეტები და სხვ).
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. მიზანშეწონილია ქალაქი გადავიდეს მოსახლეობის წყალმომარაგების 24 -საათიან სისტემაზე. ამისთვის უნდა მოხდეს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან (EBRD, EIB, WB და სხვ. ) მოლაპარაკებები, რათა მოძიებულ იქნეს შესაბამისი ფინანსური რესურსები წყალმომარაგებითი, საკანალიზაციო/ღვარსადენების სისტემების რეაბილიტაციისათვის;
ქალაქის სრული გაზიფიკაცია. ქალაქის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე %-ული ან ვაუჩერული თანაგადახდის უზრუნველყოფა;
განათლება. მერიის შესაბამისი სამსახურის მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში;
სკოლამდელი განათლება - ბაგა-ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია, არსებული ბაღების რეაბილიტაცია, ახალი ბაგა ბაღების მშენებლობა, ბაღებში გარე ინფრასტრუქტურის განახლება;
საშუალო განათლება. საგანმანათლებლო ტურებისა და ოლიმპიადების ჩატარება,
საუკეთესო პედაგოგების გამოვლენა / წახალისება, ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობა;
უმაღლესი განათლება. საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა (წოდების დამკვიდრება).
ეს თვითკმარი ქალაქია. მოვახდინოთ თუნდაც მისი პროექტის დონეზე მომზადება.
მერობის შემთხვევაში ხელს შევუწყობდი სპორტული მოედნების მოწყობას, სპორტის ოლიმპიური სახეობების განვითარებას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ხელშეწყობას.
ქუთაისში არსებული სპორტის სასახლე ვერ აკმაყოფილებს მსოფლიო და ევროპული ფედერაციების ვერანაირ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუცილებელია ახალი, თანამედროვე ტიპის სპორტის სასახლის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება.
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება. კერძოდ, ქუთაისის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება. მკაცრი კრიტერიუმებით მიზნობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება, რომელშიც შევლენ ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო/სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარები; მრავალშვილიანი ან მარჩენალდაკარგული ოჯახები;
მომსახურებას ასევე მიიღებენ ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხელოვნების სკოლებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში მომუშავე პერსონალი; ხელოვნების მუშაკები, ცნობილი სპორტსმენები - ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული დამსახურება ქალაქის წინაშე.
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, მოვახდენდი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და მათთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას. არასამთავრობო სექტორში მუშავდება უამრავი სხვადასხვა პროექტი, რომელთა რეალიზებისათვის ხშირ შემთხვევაში აუცილებელია მერიის მხრიდან თანადაფინანსებაში მონაწილეობა, თუნდაც მცირე თანხით.
ქუთაისის მერობის შემთხვევაში ხელს შევუწყობდი გენდერულ თანასწორობას. ერთ-ერთი ვიცე მერის პოსტს შევთავაზებდი სუსტი სქესის წარმომადგენელს.
და ბოლოს, საინოვაციო ჟურნალი Co. Exist ყოველწლიურად ადგენს მსოფლიოს ჭკვიანი ქალაქების სიას, ისეთ პარამეტრებზე დაფუძვნებით როგორიცაა, ცხოვრების დონე, ეკოლოგიის მდგომარეობა, განათლება, ტრანსპორტი, ეკონომიკა,ასევე სახელისუფლები სტრუქტურების განჭვირვალობა და ეფექტურობა. საუბედუროდ, ამ სიაში მოხსენიებულიც კი არა ვართ.
ჩემს მიერ წარმოდგენილი ინოვაციური გეგმა მოგვცემს საშუალებას კრეატიული და სწრაფი გადაწყვეტილებების ხარჯზე, წამგებიანი დოტაციური ქალაქი გავხადოთ მიმზიდველი, მომგებიანი, ეკონომიურად სწრაფად განვითარებადი და თამამად შევაბიჯოთ ჭკვიანი ქალაქების სიაში.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.