იმერეთის რეგიონში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
თარიღი : 19-07-2015, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის რეგიონში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური მაგისტრალი უკვე გაკეთდა და ამ ეტაპზე სოფლების დაქსელვა მიმდინარეობს.
მოსახლეობა ბუნებრივი აირის საკუთარ ოჯახებში შეყვანას შეღავათიანი პირობებით, 150 ლარად შეძლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზით 500 - ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. პროექტი საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიამ განახორციელა და მასზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ბუნებრივი აირი შავაძეების ოჯახში პირველად საზეიმო ვითარებაში იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აანთეს.
სოფელ ხვანში გაზიფიცირება ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.
მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.