ქუთაისის საქალაქო სასამართლო ხვალ „თავისუფალი ზონის“ წევრებს გაასამართლებს
თარიღი : 18-07-2015, 23:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

"თავისუფალი ზონის" 3 წევრს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო ხვალ გაასამართლებს.
როგორც topnews.com.ge-ს აცნობეს, პროცესი სასამართლოში დილის 10:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის "თავისუფალი ზონის" სამი წევრი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და წინააღმდგებობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის" წევრები ქუთაისის მერიასთან ორგანიზაციის წევრის, ნიკა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პრემიერის ქუთაისში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოცხადდა და "თავისუფალი ზონის" წევრები, იძულების წესით, მანქანაში ჩასვეს.