Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,გავახალისოთ საზოგადოებრივი სივრცეები კინოს დახმარებით," - თავისუფალი კინოჩვენებები ქუთაისში

თარიღი : 18-07-2015, 23:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
„აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის“ ორგანიზებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი გაიმართა.
მსმენელები ინდივიდუალური კინოჩვენებების ორგანიზების, პოპულარიზაციის, აუდიტორიის მობილიზების, დისკუსიების წარმართვისა და ჩვენებების დასაგეგმად საჭირო თანხების მოძიების პრინციპებს გაეცნენ.

„თავისუფალი კინოჩვენებები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ან ამ რეგიონებთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულებს აერთიანებს. ჩვენებების მიზანს დედაქალაქში, სოფლებში, სხვა ქალაქსა თუ დაბაში მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ადგილობრივი კინოკლუბების შექმნა, ძველი კინოთეატრების აღდგენა, კინოს პოპულარიზაცია, სოციალური და საზოგადოებრივი თემების ირგვლივ დისკუსიების წარმართვა და მოქალაქეთა თვითორგანიზაციული უნარების განვითარება წარმოდგენს.

გარდა ამისა, კინოჩვენებებისა და შემდეგ დისკუსიების მიზნაია მოსახლეობა უფრო გაიხსნას და ფილმების საშუალებით ღიად შეძლოს ისეთ პრობლემებზე საუბარი, რაც რეალურად ყველას პრობლემაა და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის.

,,ცალ-ცალკე ჯგუფებად ვსაქმიანობდით სხვადასხვა რეგიონში და გავერთიანდით ერთი მიზნით -გავახალისოთ საზოგადოებრივი სივრცეები კინოს დახმარებით. რეგიონში,დედაქალაქისგან განსხვავებით, კულტურა ნაცრისფერია.განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ამ კინო ჩვენებების გამართვა იყო ყველაზე იაფი და მარტივი იდეა, რასაც შეეძლო გაეერთიანებინა მთელი სოფელი ან უბანი. ამ ვორქშოფებით ვიმედოვნებთ გაიზრდება რიგითი მოქალაქეების ჩართულობა, გაჩნდება ბევრი ინდივიდუალური კინოკლუბი და შეიქმნება პატარა კულტურული კერები მთელს საქართველოში,“ -განაცხადა TOP NEWS. com.ge- სთან საუბარში „თავისუფალი კინოჩვენებების“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ტრენერმა ნანა ბეგალიშვილმა.

,,თავისუფალი კონოჩვენებების“ ვორქშოფი საქართველოს 13 რეგიონში გაიმართება.


ნანახია: 2147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო, რომელიც ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
მიმდინარე წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში, 'ზაფხულის საღამოების' ფარგლებში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა.
ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში კინოჩვენებები ივლისის თვეში პერმანენტულად მიმდინარეობს. ჩვენებებზე დასწრება
ბოტანიკურ ბაღში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ შაბთა-კვირას გაიმართება.
საზოგადოებრივი საბჭოს მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის

ამინდი