Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მდინარე რიონზე ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება იგეგმება

თარიღი : 18-07-2015, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ბაგრატიამ ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე ფოე"-ში მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სააგენტოს საქმიანობასა და მეტეოროლოგიური კუთხით, ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 31 ივნისს შეიქმნა. სააგენტო სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციააა, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

სააგენტოს საქმიანობის სფეროს, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგენს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის უზრუნველყოფა, გეოლოგიური პროცესების, გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება, წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა, გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება, გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზების შექმნა, სანაპირო ზონების მონიტორინგი, საქმიანობის სფეროს მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია.

გარენოს ეროვნულ სააგენტოში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. თამარ ბაგრატიას განცხადებით, შემოსავლის ძირითად წყაროს სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული თანხა წარმოადგენს. ყველაზე მეტ ნებართვას კი გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის რესურსებით სარგებლობაზე გასცემს.

რაც შეეხება ქვეყანაში მეტეოროლოგიური კუთხით მოსალოდნელ საფრთხეებს, თამარ ბაგრატიას თქმით, საკითხი აქტუალური 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ გახდა. როგორც ბაგრატია ამბობს, იგეგმება ადრეული შეტყობინების სისტემების ამოქმედება. ხოლო ერთ-ერთი სისტემის დამონტაჟება მდინარე რიონზეა გათვალისწინებული. თამარ ბაგრატიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება.


ნანახია: 943-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობის ეფექტურობისა და
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
შეხვედრის მთავარ მიზანს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლების, ასევე ელექტრო მაგნიტური გამოსხივების განსაზღვრა
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების მასპინძლობას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიამ იმერეთის რეგიონში გადმოინაცვლა.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი