Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

თარიღი : 18-07-2015, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ცენტრში ტრადიციული ბალნეოლოგიური პროცედურების გარდა, იფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კანინეტი, სადაც მოხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა უახლესი იტალიური წარმოების დინამიური ტალღის აპარატით.

"ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცენტრის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. ყოველდღიურად, სხვადასხვა სამუშაოებზე დასაქმებული იყო 100 ადამიანი. მშენებლობასა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში გამოყენებული იქნა დიდი რაოდენობით ადგილობრივი სამშენებლო მასალა.


ნანახია: 3273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში მაღალი დონის
ადგილობრივები აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას არამიზნობრივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ამინდი