2017 წელს ქუთაისს იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო ექნება
თარიღი : 18-07-2015, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში ახალი, სამვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, რომელსაც საფუძველი ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა, საპარტნიორო ფონდი "კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად ახორციელებს.

აღნიშნული სასტუმრო იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება. სასტუმროს ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.