ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის მაკონტროლებელი სადგური დამონტაჟდა
თარიღი : 18-07-2015, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით დამონტაჟდა. მსგავსი ტიპის სადგური საქართველოში სულ ხუთ ადგილას ფუნქციონირებს, ორი მათგანი იმერეთში, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში არის განთავსებული.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგურის შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც მოინახულეს და იქ არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნენ.

ქარხანაში უახლოეს მომავალში არსებული ფილტრები მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრებით ჩანაცვლდება.
დღესვე, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპეციალური დანიშნულების მანქანა გადასცა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომანქანა ქალაქში სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.