Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პოლიტიკური პარტია" პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების გააქტიურების ამბიციით

თარიღი : 17-07-2015, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი”-ს (RICDOG) ახალი პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ოფისში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტი- „პოლიტიკური პარტია“, რომელსაც "თაობათა დიალოგი" სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს, მონაწილეებისათვის საარჩევნო თემატიკის უკეთ გაცნობას ითვალისწინებს.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი „პოლიტიკური პარტიის“ მიზნებსა და ამოცანებს, 6- თვიან გეგმებსა და მოსალოდნელ შედეგებს შეეხო. საინფორმაციო ტიპის შეხვედრას პროექტში ჩართული 6 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო, სამთავრობო, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

http://topnews.com.ge/photo/news/1437154008.jpg


პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ასევე ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ. პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.

„უნდა ვაღიარო, რომ პროექტი არის ძალიან ამბიციური, თუმცა მჯერა, რომ RICDOG ამ ამბიციურ პროექტსაც ისევე კარგად შეასრულებს, როგორც სხვა პროექტები განუხორციელებია. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთებთან მუშაობა. მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება გამოიწვევს მთელ რიგ პარტიებში ახალი სისხლის გადასხმას და მათ გაძლიერებას,“- ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
პროექტის ფარგლებში მუშაობა ასევე მიმდინარეობს ამომრჩევლებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

http://topnews.com.ge/photo/news/1437154057.jpg


„პროექტი 30 მონაწილეს და მის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს საარჩევნო სისტემების სწავლებისა და გააზრების საშუალებას მისცემს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სიმულაციური არჩევნები. არჩევნების გამართვამდე კი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 3 სიმულაციური პარტია, რომლებსაც ექნებათ საკუთარი ლოგო, სლოგანი, დროშა, პროგრამა, მიზანი და ამოცანები. გაიმართება მოსახლეობასთან შეხვედრები, ყრილობები და ბრიფინგები. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მოგვცემს შედეგს - მივიღებთ 30 პრაქტიკული გზით გადამზადებულ ახალგაზრდას, რომლებსაც ექნებთ ის საჭირო უნარ-ჩვევა, რაც აუცილებელია არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურებისა და ამომრჩეველთან მუშაობისთვის,“- ამბობს პროექტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 6 -თვიანია. ხოლო მის მიზანს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა, პროექტში ასევე ჩართული იქნება 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში "პოლოტიკური პარტია", მაშინ არაუგვიანეს 20 ივლისისა, თქვენი პირადი მონაცემები (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გადააგზავნოთ RICDOG-ის ოფიციალურ მაილზე: ricdog@live.com.


ნანახია: 1983-ჯერ

მსგავსი სიახლეები
6 -თვიანი პროექტის მიზანს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების
30 მონაწილით დაკომპლექტებული გუნდის შეხვედრა დღეს, RICDOG-ის ოფისში გაიმართა. შეხვედრას საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
4 -დღიანი ბანაკი დასრულებულდა და 3 სიმულაციური პარტიაც შეიქმნა.
სიმულაციურ ჯგუფ საქართველოს ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
პოლიტიკური პარტია არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამარჯვების, უქიმერიონისა და ავტოქარხნის საარჩევნო უბანში გაიმართა.