აჯამეთის მოსახლეობა რკინიგზის გადაკეტვით იმუქრება
თარიღი : 17-07-2015, 20:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონის რაიონის სოფელ აჯამეთის მოსახლეობა დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს და დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
ადგილობრივების განცხადებით წლებია რაც ისინი ითოვენ გზის შეკეთებას, თუმცა არცერთ ხელისუფლებას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.
„გაატარებენ გრეიდერს მიჩუჩქნ-მოჩუჩქნიან, აამტვერებენ, მერე ერთი გაწვიმდება და ისევ ფუჭდება. გავწამდით ხალხი, ასეთი უგზო-უკვლო სოფელი მემგონი მეორე არაა ამ ქვეყანაში, ექიმი, რომ ექიმია ის ვერ მოგისწრებს, სასწრაფოს მოსვლამდე მოკვდება ადამიანი, დაგენგრევა გვერდები სანამ ქალაქამდე ჩახვალ, კაცი პატრონი არაა“, - აცხადებს ადგილობრივი ნელი შონია.
აჯამეთის მოსახლეობის ინფორმაციით ისედაც რთული ინფრასტრუქტურული ვითარება, სოფელში გაზის მილების გაყვანამ, კიდევ უფრო დაამძიმა
„ჩაყარეს ტრუბები, ამოთხარეს მიწა და იმის მაგივრად, რომ მიწა სადმე გაეტანათ აგერ დაგვიყარეს. ეტყობა სალიარკა დაზოგეს. ისეთი ტალახი და მტვერია გაგიჟდება ადამიანი. ამას არ ჰქვია გაკეთებული საქმე, ერთი გაუკეთო ადამიანს და მეორე გაუფუჭო არვიცი რა ქვია ამას“, - ამბობს ხათუნა ხაჩიძე.
მოსახლეობა გზის შეკეთებას ადგილობრივ ხელისუფკებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ზომების მიღებით და რკინიგზის გადაკეტვით იმუქრებიან
„გვპირდებიან, რომ საფუძვლიანად შეაკეთებენ, მაგარმ სანამ ამას იზამენ მოვითხოვთ ერთი გრეიდერი და სალიერკა გამოყონ, რომ ცოტათი მაინც გასწორდეს ეს გზა. ოღონდ ისე კი არა ერთი თვის წინ გაფუჭებული გრეიდერი ვარციხიდან ფერმებამდე, რომ გამოატარეს, როგორც წესი და რიგია ისე. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქ. ავდგებით, აგერაა რკინიგზა და გადავკეტავთ, რომ ვინმემ მოგვხედოს“, - აცხადებს ნელი შონია.