რას პასუხობს ქუთაისის მერია რუსთავი 2-ს?
თარიღი : 17-07-2015, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ქალაქში დაგეგმილი კონცერტის ჩატარებას ხელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეუშალა. 18 ივლისს, კონცერტის ჩასატარებლად, ტელეკომპანია ქუთაისის მერიისგან ცენტრალური მოედნის გადაკეტვის ნებართვას ითხოვდა, თუმცა ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ თხოვნაზე მერიამ მათ უარი უთხრათ. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი რუსთავი 2-ის ბრალდებებს უარყოფენ და საპასუსო განცხადებას ავრცელებენ.
"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის მერია ხელს უშლის, ქალაქში ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ის მიერ ორგანიზებული კონცერტის ჩატარებას. უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ,,რუსთავი2“-ს ცენტრალური მოედნის გადაკეტვაზე შემდეგი მიზეზების გამო ეთქვა უარი:
ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების შეკეთებითი და მოპირკეთებითი სამუშაოები. ასვე ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩის მონაკვეთზე დაწყებულია მოსახლეობის სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მასშტაბური პროექტების მშენებლობა. ყოველივე ამის გამო საგზაო მოძრაობის ნაკადი, ძირითადად გადის ცენტრალური მოედნის გავლით, რითაც უზრუნველყოფილია ქალაქის მოსახლეობის, ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება. ამდენად, ამ ეტაპზე დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისათვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

მცდარია ასევე ინფორმაცია, რომ თითქოსდა კონცერტის გამო მოხდა გზის დაკეტვა მცდარია, გვინდა გავასაჯაროოთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომართვა, რომელიც წყლის სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩის გადაკეტვას 9 ივლისს ითხოვდა. აღნიშნული ქუჩა დაიკეტა მითითებულ დროს . თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია,, კობრა“ აწარმოებს.

ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ ქალაქის მერიას კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ივლისის პერიოდში დაგეგმილი ქონდა, რამდენიმე საზაფხულო კონცერტის ორგანიზება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უნდა გამართულიყო, თუმცა მიმდინარე სამუშაოების გამო (მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ათწლეულებია ქალაქის უმთავრეს ინფრასტრუქტულ პრობლემადაა დასახელებული) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონცერტების გადადების თაობაზე.
შესაბამისად, ყველა გაჟღერებული ბრალდება არის ცილისწამება.
კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას მედიასაშუალებების მიმართ," - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.