სემეკმა მოქალაქეებს 70 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა
თარიღი : 17-07-2015, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. მათ შორის, ჭარბობდა ხანდაზმული დავალიანებების შესახებ მოქალაქეებსა და სააქციო საზოგადოება "თელასს" შორის არსებული დავები.
მთლიანობაში კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ 70 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.