Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიამ ქუთაისელებს ლამაზი საღამო, ბავშვებს კი სიხარული წაართვა"

თარიღი : 17-07-2015, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა სულაძე ეხმაურება. სულაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილებით "ქუთაისელებს ლამაზი საღამო, ბავშვებს კი სიხარული წაართვა."

"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ქუთაისის ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან. ვიყავით ჩამოსულები სამშაბათს. გავიარეთ ლოკაციები, გავიარეთ სად უნდა ყოფილიყო სცენა და ა.შ. ჩვენ გვქონდა შეთანხმება შემდეგი სახის, რომ რეალურად ღონისძიება „რუსთავი 2- შენთვის" უნდა განხორციელებულიყო ქუთაისში, ეს იყო საჩუქარი "რუსთავი 2"-ის მხრიდან ქუთაისელებისთვის. ზარი შემოვიდა "რუსთავი 2"-ში, რომ არის რაღაც შეფერხებები, ეს ინფორმაცია ჩვენ გავიგეთ გუშინ მთელი დღე ვცდილობდით ვითარებაში გარკვევას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მერიამ ბევრი სიხარული წაართვა ბავშვებს, და ძალიან ლამაზი საღამო წაართვა მოქალაქეებს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მარკეტინგისა და პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი გოგა სულაძე.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტის გამართვას გეგმავდა.


ნანახია: 3192-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,რუსთავი2“-მა ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა," -ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიაში აკეთებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რუსთავი 2 ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც მოვლენებს ობიექტურად აშუქებს და რომელიც ხელისუფლებას არ
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იმერეთის ბიუროს კორესპონდნეტი და ოპერატორი ამ წუთებში წყალტუბოს რაიონულ პოლიციაში იმყოფებიან.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ამინდი