Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქალაქის განვითარებისთვის იდეებს ითხოვს

თარიღი : 17-07-2015, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის", - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისგან იდეებს ელოდება. აღნიშნული პროექტი ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელად მოქალაქეებიდან წამოსული იდეების, სურვილების, წინადადებების, რეკომენდაციების სისტემატიზაციასა და ანალიზს ითვალისწინებს. გარდა ამისა, პროექტის მიზანს თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის ზრდა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია:
- პროექტში ჩართულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 50 თანამშრომელი;
- თვითმმართველობის მოხელეთა მიერ მოხდება ქუთაისის 12 ტერიტორიული ორგანოს მიხედვით მოქალაქეთა პირისპირ გამოკითხვა - ანკეტირება მათი იდეების, სურვილების, წინადადებებისა და რეკომენდაციების დადგენის მიზნით;
- მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებისათვის საკუთარი იდეები, წინადადებები, სურვილები და რეკომენდაციები წარადგინოს შემდეგი სახით;
პირისპირ ანკეტირების დროს, საამისოდ არსებულ გადასატან ყუთებში მოთავსებით;
ინტერნეტის საშუალებით web კითხვარით;
ტერიტორიული ორგანოებში ადგილებზე წარდგენით;
ქუთაისის მერიის I სართულზე ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში წარდგენით;
22 ივლისს 12 სთ-ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სამოქალაქო ფორუმზე;
ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს სამოქალაქო ფორუმის შედეგების სისტემატიზაციას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც მომზადებული პროექტები გათვალისწინებული იქნება ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.


ნანახია: 1882-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის ზრდა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება წარმოადგენს.
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
ქუთაისის ეკონომიკური განვითარების მიზნით, მოქალაქეეებისგან შესული წინადადებების განხილვა დიდ კონფერნეციაზე მოხდება, რომლის
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ქუთაისი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს.