17 ივლისს, ქუთაისში 3 000 აბონენტს შუქი გაეთიშება
თარიღი : 17-07-2015, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 17 ივლისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქუთაისის ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
"110/35/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 5” დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ახალგაზრდობის გამზირს და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 3000 აბონენტს. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში,"-ნათქვამია განცხადებაში.