ზესტაფონის რაიონში ავარიას ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ზესტაფონის რაიონში მომხდარ ავტოავარიას, მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვაჭევში მოხდა.
დეპუტატის ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის მანქანების შეჯახებას მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბაბუა ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
„როგორც მითხრეს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. დაღუპულია ბავშვი და ბაბუა. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული“, - განაცხადა გოგი ქავთარაძემ.