ქუთაისში საარჩევნო განვითარების სკოლა იმუშავებს
თარიღი : 16-07-2015, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუთაისში „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ გაიხსნა. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ სკოლაში 17-დან 25 წლამდე ასაკის 25 ახალგაზრდა საარჩევნო თემებთან დაკავშირებით საჭირო ცოდნას მიიღებს.
საარჩევნო განვითარების სკოლებში მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

"პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება," - ამბობს საარჩევნო სკოლის ტრენერი და ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში ფუნქციონირებს. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უძღვებიან.
ქუთაისში აღნიშნული პროექტის მეორე და მესამე ჯგუფები 27 ივლისიდან 7 აგვისტომდე იმუშავებენ და საერთო ჯამში 17-25 წლამდე ასაკის 75 ახალგაზრდა მომზადდება.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.