"არა ოკუპაციას"- ევროპა ჩვენი სახლია ქუთაისში აქციას გეგმავს

რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში აქციას გეგმავს. აქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, მესხიშვილის თეატრთან არის ჩანიშნული.
აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია საზოგადოებამ კონკრეტული დაკვეთა გაუგზავნოს ხელისუფლებას.
"რუსეთის იმპერიალისტური ამოცანების საბოლოოდ განსახორციელებლად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ოკუპანტის ზრახვების შესაჩერებლად ეფექტური ნაბიჯები იქნეს გადადგმული, სახეზეა ხელისუფლების სრული უმოქმედობა. აბაშიძე – კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი მტრის ინტერესების განხორციელებას ემსახურება და სასწრაფოდ გასაუქმებელია!
სუვერენული ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება მათ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებიგან თავს იკავებს, რაც ცხადყოფს ქართული ოცნების კაპიტულანტურ კურსს.
აუცილებელია საზოგადოებამ კონკრეტული დაკვეთა გაუგზავნოს ხელისუფლებას, რომ მათი მოქმედებები დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკას ემსახურებოდეს და ქმედი ნაბიჯების გადადგმით და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით ვაიძულოთ ოკუპანტი ხელი აიღოს იმპერიალისტური განზრახვებიდან!
აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება ამ ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა!
ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია!
არა ოკუპაციას!," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.