Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიზნესმენი რაჯი ფილიპია ქუთაისში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

თარიღი : 15-07-2015, 22:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბიზნესმენი რაჯი ფილიპია სამართლიანობის აღდგენას და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ბიზნესმენ ფილიპიას ადვოკატმა, არჩილ ნიჟარეძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ბიზნესმენის ოჯახი კომპანია „შიტრიტ ჯგუფსა“და ქუთაისის მერიას შორის არსებული მოლაპარაკებების გასაჯაროებას მოითხოვს.

„2011 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანია „შიტრიტ ჯგუფს“ ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული 13 ობიექტი გადაეცა, მათ შორის, ბიზნესმენ ფილიპიას მფლობელობაში არსებული ქალაქის ცენტრში მდებარე 2019 კვ. მეტრის ფართობის შენობა. აღნიშნულ ფართთან ერთად, ფილიპიების ოჯახს კიდევ 2 ობიექტი დაათმობინეს იძულებით და მუქარით. კერძოდ, 2009 წელს, შეთითხნილი ბრალდებით, ზურაბ ფილიპიას დაკავება განხორციელდა, ხოლო გათავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურამ მათთვის სასურველი ქონების ჩუქება მოითხოვა, რაც ბიზნესმენმა იძულების წესით დათმო“, - განაცახადა ნიჟარაძემ.

ადვოკატის თქმით, კომპანია „შიტრიტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებები არ შესრულებულა, რის საფუძველზეც ქუთაისის მერიას აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაეწყვიტა.

„აღნიშნულ ხელშეკრულებაში ინვესტორს მხოლოდ ერთი პირობა ჰქონდა სახელმწიფოსგან, 13 ობიექტიდან 3 ობიექტზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც არ შესრულებულა. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქუთაისის მერიას. დღევანდელი მდგომარეობით კი ქუთაისის მერია აპირებს, მყიდველს გაურიგდეს, გარკვეული ფორმით ჩამოაწეროს ჯარიმები, რომელიც 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და, ასევე, დაუტოვოს მას 13 ობიექტიდან საუკეთესო და მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონებები, რითაც ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებიც ზიანდება. მათი ქმედებები ჩვენს მხარეს უნადგურებს შანსს, ამ საქმის ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, დავიბრუნოთ 2009 წლამდე ჩვენს კანონიერ მფლობელობაში არსებული კერძო საკუთრება“,- აღნიშნა ფილიპიას ადვოკატმა.

ბიზნესმენი ზურაბ ფილიპიას შვილის, რაჯი ფილიპიას განცხადებით კი, ქუთაისის მერიის ქმედებები საეჭვოა და ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მოუწოდებს, მოიქცეს როგორც სახელმწიფო მოხელე, და არა როგორც „შიტრიტ ჯგუფი“-ს პაიერმენეჯერი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის ქმედებები ძალიან საეჭვოდ მიგვაჩნია, რადგანაც მერიამ, ინვესტორის მიერ შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო, პრაქტიკულად უარი განაცხადა, ქალაქისთვის უკან დაებრუნებინა 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის განკარგულების მიხედვით პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებები. ქუთაისის მერიასა და „შიტრიტ ჯგუფს: შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით კი, მერია ვალდებული იყო, გაეწყვიტა კონტრაქტი და ცამეტივე ობიექტი ქალაქის საკუთრებაში დაებრუნებინა, მათ შორის, ჩვენი ოჯახის კანონიერ მფლობელობაში არსებული სასტუმრო. მოვუწოდებ მურღულიას, მოიქცეს ისე, როგორც უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოხელე და არა როგორც „შიტრით ჯგუფი“-ს პიარ მენეჯერი, როდესაც აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფი არის ერთ-ერთი უმსხვილესი“, - განაცხადა რაჯი ფილიპიამ.


ნანახია: 2801-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენლის აარონ გაგულაშვილის თქმით, კომპანიას აღებული ვალდებულებების შესრულებაში ხელი ქართველმა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მერიის მიერ ქონების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შესახებ პოტენციურად
ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა წლებია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია.
ქუთაისელი ბიზნესმენის ბონდო შალიკიანის მეუღლე წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
'ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობიდან საკმაოდ დიდი ფრაგმენტი ჩამოვარდა'.
ქუთაისის საკრებულოს წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა ქალაქის მასშტაბით 4 ობიექტი

ამინდი