ქუთაისში, ახალი სახლების მშენებლობაზე დაკვირვება დევნილებს ვიდეო კამერებით შეეძლებათ

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. საწყის ეტაპზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 160 დევნილ ოჯახს გადაეცემა (80 ბინა თითოეულ კორპუსში).

მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია ვიდეო კამერა. ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის უპირველესად დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ნებისმიერ დროს, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოებზე დაკვირვება დევნილთა სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.