"პოლიტიკური პარტია",- RICDOG-ის ახალი პროექტი

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით იწყებს პროექტს სახელწოდებით „პოლიტიკური პარტია“.
6 -თვიანი პროექტის მიზანს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენს.
აღნიშნულ პროექტში უკვე მონაწილეობს 6 პოლიტიკური პარტიის (ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკული პარტია) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. თუმცა, პროექტის ფარგლებში ასევე 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ახალგაზრდა უნდა შეირჩეს. ეს განცხადი სწორედ არაპოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებისთვისაა.
პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ასევე ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ. პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.
"პროექტის მონაწილეები შეისწავლიან არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს და დახვეწავენ ამომრჩევლებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რაც პოლიტიკოსმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ ამ ყველაფერს სიმულაციური გზით, პრაქტიკულად მივაწვდით პროექტში ჩართულ 30 მონაწილეს. პროექტში უკვე ჩართულია 6 პოლიტიკური პარტია, ახლა კი მიღება გამოცხადებულია მათთვის, ვინც არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არ არის პოლიტიკური პარტიის აქტივისტი," - აცხადებს პროექტის კოორიდნატორი გვანცა თოთაძე.
"პოლიტიკური პარტიის" მონაწილეებს შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ჩაუტარდებათ.
თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში "პოლოტიკური პარტია", მაშინ არაუგვიანეს 20 ივლისისა, გადმოგვიგზავნეთ თქვენი პირადი მონაცემები (CV) და სამოტივაციო წერილი RICDOG ოფიციალურ მაილზე: ricdog@live.com. განაცხადის გადმოგზავნის დროს „SUBJECT”-ში მიუთითეთ პროექტის სახელწოდება „პოლიტიკური პარტია“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გზავნილი არ შემოწმდება.