Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ტორპედოს საფეხბურთო სკოლა და კლუბის დირექტორის ახდენილი ოცნება

თარიღი : 15-07-2015, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლა, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე დაფუძნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში, ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თავმჯდომარეობით გამართულ კრებაზე მიიღეს.

საფეხბურთო სკოლის დეტალებზე კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე საუბრობს.

„ქუთაისის მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება სკოლის პროექტთან დაკავშირებით მოიწონეს და ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას სკოლის დაფუძნების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა ჩემი ოცნება იყო და სასიხარულოა, რომ ჩემი დანიშვნიდან უმოკლეს დროში ქალაქის ხელმძღვანელობის უდიდესი თანადგომით გადაწყდა ეს საკითხი და ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ დოკუმენტების დონეზეა და წინ დიდი სამუშაო გვაქვს. აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა, მაგრამ ისინი „ტორპედოს“ არ ეკუთვნოდა. როდესაც სხვა სკოლიდან გვიწევს ბავშვის აყვანა, დადგენილი წესია, რომ აუცილებლად ვიხდით აღზრდა-განვითარების თანხას იმ სკოლის სასარგებლოდ, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გაგვაჩნია, უმჯობესი იქნება ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც გამოადგებიან "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არავითარ ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს გათვლა. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და მშობელი იმ თანხას, რომელსაც შეიტანს „ტორპედოს“ ანგარიშზე, მოხმარდეს მწვთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას," - ამბობს ჩაკვეტაძე.

საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი სურვილია არ დაიკარგოს არც ერთი კარგი ბავშვი და კვალიფიციური მწვრთნელი.

"ალბათ, მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გამოვაცხადებთ ახალი საფეხბურთო სკოლისთვის ბავშვების მიღებას და სექტემბრის შუაში მოვაწყობთ სკოლის პრეზენტაციას. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დავიწყეთ ეს საქმე და თანდათან უფრო გავაუმჯობესებთ. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს და ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება,“- აცხადებს ჩაკვეტაძე.


ნანახია: 2866-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლა ფუნქციონირებას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს და 6 დან 13 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვილილი.
კომპანია „ვისოლის“ მიერ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს“ დატოვებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ეხმაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ მხარდამჭერები კომპანია „ვისოლისგან“ დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.

ამინდი