ახალი პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების განვითარებისთვის
თარიღი : 15-07-2015, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები

ENPARD-ი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იწყებენ ახალ ინიციატივას, რომელიც სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რათა კოოპერატივებმა განავითარონ და გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ტრენინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ იმ რეგისტრირებულ სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი და ნინოწმინდა.
ბიზნესის მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივებს უნდა გააჩნდეს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა ფუნქიონირებდეს ზემოთაღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში. პროექტის საინვესტიციო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს და ის გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ კოოპერატივებზე.
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია „მერსი ქორფსი“-ს ვებ-
გვერდზე: www.mercycorps.ge. შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: enpard@mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.
საინფორმაციო შეხვედრები კოოპერატივებთან 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით გაიმართება: 22 ივლისი- საგარეჯო და გურჯაანი; 22 ივლისი -გორი და კასპი; 23 ივლისი -ყვარელი; 23 ივლისი -ხაშური და ქარელი; 24 ივლისი- მარნეული და გარდაბანი; 27 ივლისი -თეთრიწყარო; 27 ივლისი =საჩხერე და ჭიათურა; 28 ივლისი - ვანი და სამტრედია; 28 ივლისი- ნინოწმინდა და ახალქალაქი.
აღნიშნულ პროგრამასა და საინფორმაციო შეხვედრებზე მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღნიშნული მუნიციპალიტეტებში „მერსი ქორფსი“-ს კოორდინატორებს .