12 წლის გიორგი ჯიშკარიანის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

ქუთაისში მცხოვრებ ქალბატონს, რომელსაც 2 შვილი დაუდგენელი დიაგნოზით წლების წინ გარდაეცვალა, დღეს მესამე ბავშვიც დაეღუპა. გარდაცვლილების დედის თქმით, მედიკოსებმა დღემდე ვერ გამოიკვლიეს რა დაავადების მატარებლები იყვნენ მცირეწლოვნები.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.
„ორი შვილი მომიკვდა. ვერც ერთის დიაგნოზი გაიგეს უცხოელმა ექიმებმა. ასე ამბობდნენ, ბიბლიოთეკებში ყველა წიგნი გადავფურცლეთ და მსგავსი დაავადება ჩვენ არ გვინახავსო. საზოგადოებას დახმარებას ვთხოვ, არ მინდა მესამე შვილიც მომიკვდეს. ღამე საერთოდ აღარ ძინავს. 11 წლის ბავშვი თავში ირტყამს ხელებს ტკივილისგან იმდენად გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. თუმცა უბედური მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ვერც ქართველი და ვერც უცხოელი ექიმები ვერ იგებს რა ტკივა, რომ უმკურნალონ,"- აცხადებდა გარდაცვლილის დედა ია ჯიშკარიანი შვილის გარდაცვალებამდე.