Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დაავიწყდათ ქამრების ფუნქცია"

თარიღი : 14-07-2015, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკამ არ გაამართლა.

ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გავლენით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისეთი პროგრამების თანხები შეამცირა, როგორიცაა პროგრამა „კორპუსი“, ძელსკამების და ატრაქციონების მოწყობა, ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები და ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. შემცირება შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტსაც.

„ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დაავიწყდათ ქამრების ფუნქცია. ქამრებს წელზე კი არა, კისერზე უჭერენ ჩვენს მოსახლეობას,“ - აცხადებს ბრეგაძე.


ნანახია: 2354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დეპუტატი აცხადებს, რომ კრიზისში მყოფ ქართულ ეკონომიკას ხელისუფლების სახლში გაშვებით ეშველება.
ქუთაისის ხელისუფლებას ბიუჯეტის თანხების ფუფუნების საგნებისთვის ხარჯვაში ადანაშაულებენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმედა გოგავა 'ქამრების შემოჭერის' პოლიტიკის თავისებურებების შესახებ წერს.
როგორც ბრეგაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ დრომდე ფიქრობს დათანმხდეს თუ არა აღნიშნული პარტიის მერობის კანდიდატობას.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ მისი ავტომანქანის საკითხი ადგილობრივ ბიუჯეტს ტვირთად არ აწვება.

ამინდი