სამართალდამცველის დასჯის მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს (ფოტოები ადგილიდან)
თარიღი : 13-07-2015, 21:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

,,ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ", - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მესხიშვილის თეატრიდან ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს და რამდენიმე წუთით მოძრაობა შეაჩერეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.
შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. საინიციატივო ჯგუფი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს.