„ტოპნიუსი'“ სოფელ ძევრის საზაფხულო სკოლაში
თარიღი : 13-07-2015, 21:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წარმომადგენლები დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის სკოლაში იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ სკოლაში "მაკლეინის საზაფხულო ბანაკში" 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე ისვენებს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს Topnews.com.ge-ს დანიშნულებასა და მის საქმიანობაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი კომუნიკაციასა და სოციალური მედიის საშუალებებზე.
"კარგი ტრენინგი იყო. მოხარული ვიქნებით თუ გამოძებნით დროს და კიდევ მობრძაბდებით. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგები უფრო მეტად ამაღლებს ამ ბავშვებში ცნობიერებას და განათლებას,"- აცხადებს ძევრის სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.
სააგენტოს წარმომადგენლები ბავშვებს "მოქალაქე-ჟურნალისტის" როლის შესახებ ესაუბრნენ და თეროიული ცოდნის გარდა, ტრენინგის მსვლელობისას ბანაკის მონაწილეებს საინტერესო და სახალისო თამაშები შესთავაზეს.
"არაჩვეულებრივი იყო დღევანდელი ლექცია. დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი ამ ტიპის სხვა ლექციებსაც. მომეწონა, რომ ტრენინგში უშუალოდ ბავშვები იყვნენ ჩართულები და ასევე თამაშებიც ძალიან სახალისო გამოდგა,"- ამბობს ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე გიგა ფანჩულიძე.
მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას სააგენტო მომავალშიც გეგმავს.
თამუნა სხულუხია