Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ გახდის ქუთაისის მერია უსაფრთხოების კუნძულებს მძღოლებისათვის უსაფრთხო?

თარიღი : 13-07-2015, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური "ზასტავაზე", უსაფრთხოების კუნძულთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორისშემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებშიც ხილვადს გახდის.


"დღეს დილით ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ე.წ უსაფრთხოების კუნძულს სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ ავტოავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად განთავსებულ სკოლასთან არაერთხელ მომხდარა ავტოავარია, რომელიც სავალალო შედეგით დასრულებულა. კუნძულიც სწორედ ამ სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად კეთდება.

გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ქალაქ ქუთაისში აღნიშნული კუნძულების მოწყობის უმთავრესი მიზანი მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაა. მოსახლეობისა და ავტომფლობელთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებშიც ხილვადს გახდის. უსაფრთხოების კუნძულები ყველა დიდ ქალაქშია. გამონაკლისს წლების მანძილზე ქუთაისი წარმოადგენდა. მოვუწოდებთ მძღოლებს, იმოძრაონ შესაბამისი სიჩქარით , ვინაიდან მათ მიერ სიჩქარის გადაჭარბება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2420-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ქალაქში სიჩქარის
"ზასტავაზე" მდებარე უსაფრთხოების კუნძულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამინდი