Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"უსაფრთხოების კუნძულები ქუთაისში საფრთხის შემცველ კუნძულებად მოგვევლინა"

თარიღი : 13-07-2015, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ. "ზასტავაზე" მდებარე უსაფრთხოების კუნძულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების კუნძული ოპონენტების მიერ ქუთაისის ხელისუფლების კრიტიკის საგანი მაინც გახდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ უსაფრთხოების კუნძულების ნაწილის დემონტაჟი საჭირო გახდეს.

http://topnews.com.ge/photo/news/1436795778.jpg


"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული ,,უსაფრთხოების კუნძულები“ საფრთხის შემცველ კუნძულებად მოგვევლინა ქუთაისში. მინდა მოკრძალებული ვიყო ჩემს ვარაუდებში ( ვინაიდან აღნიშნული ფაქტი პროფესიონალების შესაფასებელია), მაგრამ მათი პროექტირების პროცესში ალბათ შესაძლო საფრთხეები, ქუჩებისა და მოედნების სივრცითი პარამეტრები და სხვა გარემოებებიც უნდა ყოფილიყო გათვლილი. ბევრი ჩემი თანაქალაქელი წუწუნებს და ძირითადად გამოცდილი მძღოლები, რომ გადაადგილება გართულდა, საცობები უფრო გახშირდა და ავტოავარიებმაც იმატა. არ მინდა უპასუხისმგებლოდ ვინმესკენ თითის გაშვერა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული კუნძულების გაკეთების მთავარ მოტივაციას არა მოძრაობის უსაფრთხოება, არამედ მისთვის საჭირო სპეციფიური ბეტონის ფილების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ათვისება წარმოადგენდა...
P.S. როგორც სჩანს ქუთაისის დღევანდელი თვითმმართველობიდან წლების შემდეგ მემკვიდრეობით მხოლოდ ეს კუნძულები დარჩება, არ გამოვრიცხავ სამომავლოდ მათი ნაწილის დემონტაჟი გახდეს საჭირო," - წერს თევდორაძე.


ნანახია: 3286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში უსაფრთხოების კუნძულთან მომხდარ ავარიას ეხმიანებიან.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიწყო.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ქალაქში სიჩქარის

ამინდი